ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 37 წლის ასაკში მიაღწია და ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ფინალურ შეხვედრაში ამჟამინდელმა მსოფლიოს მე-2 ნომერმა სერბმა მე-3 ადგილზე მყოფი ესპანელი კარლოს ალკარასი 2 საათსა და 52 წუთში, ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში მე-5 ჩოგბურთელი, რომელსაც შტეფი გრაფის, ანდრე აგასის, რაფაელ ნადალის და სერენა უილიამსის შემდეგ, ოთხივე დიდ სლემთან ერთად ერთეულებში ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული.

საინტერესოა, რომ 21 წლის ასაკში ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც 1988 წლის მერე,

მას შემდეგ რაც ოლიმპიაზე ჩოგბურთი დაბრუნდა, ფინალში იასპარეზა.

საპირისპიროდ, 37 წლის სერბი ყველაზე ხნიერი ჩოგბურთელი გახდა, ვინაც ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ითამაშა. ინფორმაციისთვის, ვეტერანმა სერბმა დაახლოებით 9 კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ეს გამარჯვებაც ამიტომ ორმაგად აღსანიშნავია.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჯოკოვიჩი ალკარასთან ურთიერთშეხვედრებში 4:3 დაწინაურდა. სერბი ახლა 24 კარიერულ დიდ სლემთან ერთად უკვე ოლიმპიური ოქროც აქვს რაც მის კარიერაში ერთადერთი დიდი მიზანიღა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი

ლევან ღამბაშიძე: მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც …