ჯოზეფ ბორელი – ღაზაში ჰუმანიტარული პაუზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და იორდანიის მეფე აბდულა II-მ ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია განიხილეს და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„ჩვენ განვიხილეთ ღაზაში ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის დასრულების მნიშვნელობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პაუზების შესახებ UNSCR 2712-ის განხორციელება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ორი სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური პროცესი უნდა აღდგეს და რომ იორდანიის მეფის როლი გადამწყვეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა