ჯოვანი სიმეონეს “ნაპოლის” დატოვება სურს და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს უკვე აცნობა, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არგენტინელი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კარიერის გაგრძელებას სხვა გუნდში გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, დე ლაურენტისს შუა სეზონში ფორვარდის გაყიდვა არ სურს და სიმეონეს სთხოვა, რომ ამ საკითხზე ზაფხულში იმსჯელონ.