ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში სავარჯიშო და დახურული ხასიათის მატჩი გამართა ჩეხეთთან, რომელსაც ქალთა საკალათბურთო კლუბ USK-ს დარბაზმა უმასპინძლა. შეხვედრას არ ჰყავდა მაყურებელი, არ მომხდარა მოთამაშეთა ანონსირება და არ შესრულებულა ეროვნული ჰიმნები.
ეს გახლდათ 21 აგვისტოს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ დამატებითი შესაძლებლობა, გუნდებს სათამაშო ტაქტიკა და კომბინაციები დაემუშავებინათ. საქართველოს ნაკრების ჩეხეთში ყოფნით ჩეხებმაც ისარგებლეს და ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში დამატებითი სპარინგი დაგეგმეს.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ფეხის მოძრაობისას დისკომფორტს გრძნობდა და საერთო გადაწყვეტილებით მას დასვენების საშუალება მისცეს. მამუკელაშილი ჩეხეთთან პორდუბიცეში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ჩეხეთთან მატჩის 12-კაციან განაცხადში არ ყოფილა კიდევ 3 კალათბურთელი – გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი და სანდრო სანაძე. ამ უკანასკნელმა გუშინწინდელი ვარჯიშის დროს ფეხი ისე ამოიბრუნა, რომ თაბაშირში ჩაუსვეს. სანდრო სანაძისთვის სანაკრებო შეკრება დასრულდა და მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა საევრობასკეტო შემადგენლობა კიდევ 2 მოთამაშით შეამცირა.
რაც შეეხება მატჩს, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ხარვეზები სჭარბობდა, რის გამოც საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჩეხებმა 34 ცდიდან 15 სამქულიანი ჩააგდეს, საქართველომ კი ვერც პერიმეტრის დაცვა მოახერხა და შორი სროლები თავადაც არ წაუვიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა იმდენი სამიანი ესროლა, რამდენიც ჩეხებმა ჩააგდეს – 15, საიდანაც 5 გამოიყენა და წასაგებად გაიწირა.
საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ჰქონდა სამწამიან ზონაში, სადაც გოგა ბითაძეს რომ ვერ აჩერებდნენ, უხეშად ეთამაშებოდნენ. ამის გამო გოგამ ტექნიკური მიიღო, ჯარიმებიც ნაადრევად დაუგროვდა და მოედნის დატოვება მოუწია. თუმცა არც გიორგი შერმადინი აკლებდა ჩეხებს ფარქვეშ ხელს და ამიტომაც მასპინძლებმა სტრატეგია შეცვალეს. სამქულიანებზე გადავიდნენ და ამ საქმიდან ხეირი რომ ნახეს, ბოლომდე უერთგულეს.
საბოლოოდ შეხვედრა 103:83 დასრულდა. ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი ქულა მოიხვეჭა. საქართველოს ნაკრებში 17-17 ქულით გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე გამოირჩნენ. 14 ქულა ჰქონდა კამარ ბოლდუინს, 11 – გოგა ბითაძეს.
საქართველოს ნაკრები 21 აგვისტოს, დილას, 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პორდუბიცეში გაემგზავრა, სადაც სასტუმროში დაბინავდება და საღამოს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
GBF
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
ლუკას სლოვენიასთან მატჩის დღე! – რა დაგვანახა საქართველოს ნაკრებმა და რაზე იმუშავებს ზუროსი…
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? – ნაკრების ექიმის კომენტარი
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე – კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და “გამოუსწორებელი” – თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
საქართველოს ეროვნული ნაკრები ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში
ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა!
ურთულეს ჯგუფში – EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია