“ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან აშშ გამოიყვანა… ეს დასაწყისია, ვფიქრობ ნატოსაც გაუნახევრებს დახმარებას და მთელ ევროპას ეტყვის, ამერიკა არც მეწველი ძროხაა გარჩინოთ და არც ჩანგლებიანი ნაგაზი დაგიცვათო… ჰოდა, საკუთარ კეთილდღეობაში ჩაობებული ევროპა გაიაზრებს, რომ როცა გორი იბომბება და ოლიმპიადაზე პუტინთან შამპანიურს სვამ… როცა უკრაინაში ბავშვები იხოცებიან და თავდაცვის იარაღს მისხალ-მისხალ აწვდი და ზემოდან ვაჭრობას ბოლომდე არ წყვეტ რუსეთთან… როცა შენს ირგვლივ ხდება ძალადობა, სისასტიკე, უსამართლობა და შენ მხოლოდ შფოთავ და მეტს არაფერს შვრები, რადგან იცი, რომ შენ დაცული ხარ, რადგან სხვა კონტინენტიდან შენს მაგივრად სხვა უღრენს ყველას უზარმაზარი ეშვებით… მე რასაც ვუყურებ, ტრამპის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ ევროპას მოუწევს საკუთარ კონტინენტზე პასუხისმგებლობის აღება და შეშფოთებების მაგივრად მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დათვი ისე მიუკაკინებთ კარზე, როგორც ჩვენ, ან უკრაინელებს… ჩემი აზრით, ტრამპი ევროპას აიძულებს ტამპლიერების, რობინ ჰუდების, რაინდების ყველა ხავსმოდებული სკივრი გახსნას, თუ არ უნდა ბერლინთან ახალი კედელი…” – წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა “კალმოსამის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.