ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში, სახლში „ნიცას“ 1:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:
„აი, ასე მოგება ძალიან სასიამოვნოა, ბოლო წუთზე, მატჩის გადამწყვეტ მომენტში, შესანიშნავ ატმოსფეროში, როდესაც გულშემატკივრები 94 წუთის მანძილზე მღეროდნენ. კარგია, რომ ყველას ასეთი განწყობა გვაქვს. ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. რამუშმა იმ 15-20 წუთის განმვლობაში, რაც მოედანზე იყო, თავისი სამუშაო ჩინებულად შეასრულა და გოლი თვითდაჯერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან „პარი სენ ჟერმენში“ მეასე მატჩი ჩაატარა და გაიტანა ლის კარგი ჩაწოდებისა და კვარაცხელიას კარგი პასის შედეგად.
საწყისი 30 წუთი მოდუნებულები ვიყავით, პირველი ტაიმის დარჩენილ ნაწილში უკეთ გამოვიყურებოდით, მეორე ტაიმში კი კარგად ვითამაშეთ. უკვე „ბაიერნთან“ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული, რადგან ეს ისევე როგორც „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრა, სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს. მათ ბოლო 15 დაპირისპირება მოიგეს, რაც ჩინებული შედეგია. გვიხარია, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხდებით და საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ. ვიცით, როგორ დაგვიჭერენ გულშემატკივრები მხარს და შევეცდებით, ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ“.
„ეკიპი“ წერს, რომ კვარაცხელია სეზონის დასაწყისში სირთულეებს წააწყდა, „ნიცასთან“ გადამწყვეტი საგოლე გადაცემა გააკეთა, საინტერესო მოქმედებები შემოგვთავაზა, განსაკუთრებით როდესაც მარცხენა ფლანგზე იყო და ლისთან გოლის აღნიშვნისას ისეთი სიხaრული გამოხატა, ადვილი მისახვედრი გახლდათ, როგორი შვება იგრძნო, თუმცა ჯერ კიდევ ზედმეტად ფრთხილად თამაშობს. გამოცემა ისევ აღნიშნავს, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ ირჯება, ვიდრე ლიგა 1-ზე.
ხვიჩა „ნიცასთან“ საჯარიმოში ბურთს 17-ჯერ შეეხო, რაც ამ სეზონში პარიზული გუნდის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ანალიტიკური საიტებისგან „კვარამ“ ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ცნობილი ფრანგული გამოცემა მაინც თავისას ამტკიცებს.
კიტეიშვილის “შტურმი” ჩემპიონატზე ისევ დამარცხდა
პსჟ ისევ დარჩა დემბელეს გარეშე?
მესი მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადებს – ლეოს ლაპორტას მიმართ წყენა არ დავიწყებია
მბაპემ მადრიდის “რეალსა” და პსჟ-ის შორის სხვაობაზე ისაუბრა
L’Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს – საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონმა” “ნიცას” მოუგო
“კვარა” დაიწყებს – ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს – ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
“კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა” – ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკემ “კვარას” ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
“მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა” – ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
არაბები საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდს იყიდიან? – რეტკლიფს ამ თანხით თავის გეგმები აქვს
“პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია” – ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
“დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა” – ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს




