ხვიჩას ნერესის მიმართ ღირსეული ჟესტი და ფედელეს შეფასება

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ გარემარბის დავიდ ნერესის შესახებ ისაუბრა:
„როგორ გინდა ახლა ნერესი სასტარტოდან ამოაგდო? ის „კვარაზე“ უფრო სასარგებლოა? მან გუნდს შესძინა სისწრაფე, რომელიც აქამდე არ ჰქოფნიდა. ეს ბიჭი მეტოქესთან ერთი ერთზე თითქმის უნაკლოა. თუმცა, „უდინეზემ“ მას სათანადო გამნეიტრალებელი ვერ მიუჩინა. ჩემი აზრით, დავიდი დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ზუსტი უნდა იყოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „კვარასთან“ ერთად თამაში არ შეუძლია.
გატანილი გოლისას წონასწორობა დაკარგა და კარში ცუდად დაარტყა? ასე მოხდა სხვა მომენტებშიც. შეტევისას ძალიან აგრესიულია, ბურთზე
უფრო სწრაფად მოძრაობს და კოორდინაციას კარგავს. თუმცა, გააჩნია სისწრაფე, გამძლეობა და ტემპი, რომელიც სხვას არ აქვს. ახალი ლავეცია? ტემპის ცვალებადობაში შეიძლება ჰგავს, მაგრამ „პოჩო“ არ არის. ის დრიბლინგისას მეტი სიმყარით გამოირჩეოდა“.
calcionapoli24 აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ კონკურენტს კარგი ასპარეზობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა და ეს ღირსეული ჟესტია. „რეპუბლიკა“ კი წერს, რომ ხვიჩა ტრავმას მალე მოირჩენს, მაგრამ კლუბმა შეიძლება არ გარისკოს და წელს არ ათამაშოს.