“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლასთან ახლოსაა, ამისთვის მათ ბოლო ტურში პორტუგალიურ “ბრაგასთან” ერთბურთიანი მარცხის უფლებაც კი აქვთ. ვალტერ მაცარის გუნდი მინიმუმ, არწაგებაზე იფიქრებს – დღეს, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე.
ნეაპოლელბს რთული პერიოდი აქვთ და პორტუგალიელებს ზედიზედ სამი წაგებით მასპინძლობენ. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატშიც საშინლად გამოიყურება და გამარჯვება არც უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მოუპოვებიათ. იტალიის მოქმედ ჩემპიონებს პორტუგალიურ გუნდებთან შინ არასდროს წაუგიათ – 4 მოგება, 2 ფრე.
“იუვენტუსთან” მატჩის 72-ე წუთიდან მაცარიმ ტაქტიკა შეცვალა. იმედია, ისინი ახლაც
ასე ითამაშებენ და 3-მცველიან სტრატეგიაში ხვიჩა კვარაცხელია ვიქტორ ოსიმენთან და მეტოქის კართან უფრო ახლოს იქნება. საგულისხმოა, რომ როგორც ქართველი, ასევე ნიგერიელი შეხვედრას ბოლომდე მზად ვერ ხვდება – ხვიჩას ვირუსის გამო გაუცდა, ვიქტორი კი დაჯილდოებაზე გაემგზავრა. მარიო რუიმ მატჩში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა არავინ იცის, რამდენი წუთით.
შეხვედრას სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება, რომელიც ერთ დროს სკანდალში იყო გახვეული.
რა სისულელეა არაფერიც არ გაუცდა გუშინწინ დარბაზშც დაიტვირთა მერე მოედანზეც ირბინა ცალკემ და გუშინ კი სრული დატვრთით ივარჯიშა ორივე ვარჯიში გუნდთან ერთდ ! ასე რომ სრულ ზადყოფნაშია !