ხეოფსის პირამიდის ბილეთებზე ფასები გაორმაგდება

ეგვიპტის ხელისუფლებამ ხეოფსის პირამიდის ბილეთებზე ფასების გაზრდა დაამტკიცა.
შესასვლელი ბილეთის ფასი თითქმის ორჯერ ძვირი იქნება – ტურისტებისთვისაც და ადგილობრივებისთვისაც.

ახალი წლიდან ფასები ასეთი იქნება:

სტანდარტი უცხოელებისთვის: 1500 LE / 28 € 900 LE ნაცვლად / € 17,
შეღავათიანი უცხოელებისთვის: 750 LE / 14 ევრო 450 LE ნაცვლად / 8 ევრო,
სტანდარტი ადგილობრივებისთვის: 150 LE / 3 € 100 LE-ის ნაცვლად / € 2,
შეღავათიანი ადგილობრივებისთვის: 75 LE / 1.3 ევრო 50 LE-ის ნაცვლად / 1 ევრო.
ახალი ფასები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია ეგვიპტურ პირამიდებს შორის. მისი ასაკი დაახლოებით 4500 წელია.
ავიანიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს