ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია.
რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.
იერიშს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და პარტნიორებს მტკიცე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ს ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: სახლი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მაღაზიები.

ასევე დაგაინტერესებთ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი