ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის გეგმებს, ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილური განვითარება და ეს მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში

ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს, ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ხალხის მობილიზება არ შეუძლია.
„რეგიონებიდან ჩამოჰყავთ ხალხი, ამისათვის ფულიც იხარჯება, თუმცა ხედავთ, რომ ხალხის მობილიზება მათ არ შეუძლიათ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს. ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება და ეს არის ის, რაც მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ოპოზიცია მე მგონი, ემზადება პარლამენტში შემოსასვლელად, რეალური გეგმა არის ეს“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში

ტულსი გაბარდმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სწორედ ამ სტრუქტურის მართულია, რომელიც კულტურული დესტრუქციის მეშვეობით ცდილობს საზოგადოების ღირებულებითი ბაზისის მოშლას

ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილს თუ გავიხსენებთ, აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი თითქოს გამოეხმაურა მას. ტულსი გაბარდი საუბრობს არაფორმალურ გავლენებსა და „რაშა გეითის“ საქმეში “დიფ სთეითის” ჩარევაზე – ომის პარტიის წევრები ყველაფერზე მიდიან, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე