“ხალხი თვლის, რომ კონცერტი და ტაშფანდური უადგილოა წალენჯიხაში, მაგრამ ოცნებისათვის ქართული, მეგრული ტრადიციები არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს” – წალენჯიხის მერია
წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, ქართულმა ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება და წალენჯიხაში კონცერტს მართავს.
არსებული მოვლენების ფონზე წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი.
