წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო – ზურა ქადაგიძე

წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო – ზურა ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ოპოზიციის მხარდამჭერ ექსპერტს გია ხუხაშვილს არაკომპეტენტურობაში ამხელს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული პოლიტიკის სამზარეულოში გათვითცნობიერებული ექსპერტი ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ სტრუქტურებს.
ზურაბ ქადაგიძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხუხაშვილი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი პოლიტიკოსები -ში შეხვედრებს ფედერალურ ბიუროში მართავენ.
„ხუხამ, ოპოზიციის ბიულეტენივით გაჟონა… ძალიან კმაყოფილი ხომ ალაპარაკეს, თითქოს რაიმე გაეგება და ზეპირად იცის, ს და მთავრობის შიდა სამზარეულო, დამაჯერებელი სახით ჰყვება თუ როგორ მძიმე დღეშია ხელისუფლება და სოლიდურობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ახსენა იმის დასტურად, თუ როგორ იცის იქაური შიდა ამბებიც (ნუ ექსპერტია კაცი და კი უნდა იცოდეს).
ამ დროს „დააერორა”, გაჟონა ინტელექტმა, მოცურდა ეს ცუცურაკი – ქართველი პოლიტიკოსები იქ ჩადიან და ფედერალურ ბიუროსთან(FBI) თანამშრომლობენო, ფედერალურ ბიუროსთანო… ბიჭო, ცენტრალური დაზვერვა, ან სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც გეთქვა, შე უკიდეგანოდ გაჟონილო! ფედერალური ბიურო- FBI შტატების იუსტიციის ორგანოა და გენერალურ პროკურორს ექვემდებარება და რა შუაშია უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები?! არა რა, პიტალოა-მეთქი და თქვენ არ გჯერათ…
P.S. წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ (მაგრად მიქარა ალბათ) და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო. ეს თვითმარქვია ქვეშაფსია ექსპერტი…” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა