წულუკიანი: ჩვენი ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა პრეზიდენტის ჯილდო

საქართველოს კულტურის მინისტრის, ს თქმით, ნაკრების ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა ღირსების ორდენები პრეზიდენტ სგან და მათ არ შეიძლება “ვინმემ რაღაც მიუთითოს”.
“რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ჩვენს ფეხბურთის ფედერაციაზე, ჩვენს ფეხბურთელებზე, ეროვნულ ნაკრებსა და თითოეულ სპორტსმენზე ვიქონიოთ ცოტა უფრო მაღალი წარმოდგენა, ის მაღალი წარმოდგენა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. […] ის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ თურქეთს დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან, რომ გამარჯვება დადონ, ის ხალხია, რომელსაც თითქოს შეიძლება ვინმემ რაღაც მიუთითოს? ეს მე მგონი მათ აკნინებს და ისინი ამ დაკნინებას არ იმსახურებენ”. – თქვა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრის მტკიცებით, ზურაბიშვილი ცდილობს, გუნდში განხეთქილება შეიტანოს.
“ჩვენი ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ მიიღონ თუ არა ის ჯილდო, რაც პრეზიდენტო მათთვის გადაწყვიტა, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე. მათი განცხადება მათი განცხადებაა და პატივს ვცემ მათ აზრს. პატივს რასაც ჯერჯერობით ვერ ვცემ იმიტომ, რომ არ მესმის ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ისტორიულ ჩემპიონატზე რომ მიდის საქართველოდან გუნდი, ეს არის ნაკრები პლუს ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის წარმატებაში მონაწილეობს, ამ ერთიან გუნდში შეიტანოს განხეთქილება, ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი”. – აღნიშნა წულუკიანმა.
გუშინ, 16 ივნისს თბილისის მერმა, მ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა მათი კოლეგები გამოტოვეს.
“რამდენი ხნის წინ პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებული ფეხბურთელები წარადგინა ღირსების ორდენზე, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია”. – თქვა კალაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა – ჯილდო კი მათ სექტემბრის დასაწყისში, ორბელიანების სასახლეში გადაეცემათ.

ასევე დაგაინტერესებთ