წულუკიანი: მწამს დადგება დრო, როცა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყება

რუსული კანონის კამო 30-მდე ადამიანის სანქცირების შემდეგ „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-პრემიერი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ -სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვერაფერ დაარღვევს.
წულუკიანი აცხადებს, რომ იმედი აქვს და სჯერა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ამ ურთიერთობების განახლება თუ გადატვირთვა დაიწყება. თუმცა მისი თქმით, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებამ ამ მომენტის დადგომა შეიძლება დროში გადაავადოს:
„ეს არის მორიგი შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობის ფარგლებში დაშვებული. დაახლოებით 2018 წლიდან დღემდე მინიმუმ ორი მცდელობა ვიხილეთ წარუმატებელი რევოლუციის, ძირითად მონაწილეებად და მედროშეებად ამ მცდელობების იყვნენ კონკრეტული დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ფულით ცდილობდნენ ამის გაკეთებას.
შემდეგ იყო დეგნანის მმართველობის პერიოდი, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ამ ძალიან ძვირფას და აგურ-აგურ ნაშენებ ურთიერთობებს. დღეს კიდევ სხვა შეცდომებიც რომ არ ჩამოვთვალო მათი მხრიდან, ვხედავთ მორიგ შეცდომას.
ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობა არის სახეზე მაინც, ამას ვერაფერი დაარღვევს, მე ამის მჯერა და მწამს და იმედი მაქვს, რომ იმაზე მალე დადგება დრო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, როდესაც ამ ურთიერთობების განახლება თუ გადატვირთვა დაიწყება. დასანანია, რომ ამ სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ამ მომენტის მომწიფება და დადგომა დროში კიდევ უფრო გადაავადოს,“ – ამბობს თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იმედდთან“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე.
მილერის თანახმად, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები.
მილერის თანახმად, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.
მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის სანქციების პირველი ტრანში. მისი თქმით, სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც.
· ოპოზიცია კონგრესმენ უილსონს წერილს უგზავნის და კონგრესს არჩევნებზე დაკვირვებას სთხოვს
· აშშ საქართველოს ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს
· მოქალაქე, რომელსაც წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს, აპირებს, მას ცრუ დასმენისთვის უჩივლოს

ასევე დაგაინტერესებთ

„მედიის თავისუფლების კოალიცია“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს – ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე