წვრთნის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხომალდები ჰავანის პორტში შევიდა

12 ივნისს ჰავანის ნავსადგურში შევიდა ს ფლოტის ფრეგატი და ბირთვული წყალქვეშა ნავი – დროებითი შეჩერებისთვის, რომელიც, -ისა და კუბის განცხადებით, საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ფართოდ აღიქმება რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებად, უკრაინის ომის გარშემო მზარდი დაძაბულობის ფონზე.
ფრეგატი “ადმირალი გორშკოვი” და ატომური წყალქვეშა ნავი “ყაზანი” ჰავანის ნავსადგურში დილით შევიდა, არათვითმავალი წყლის ტრანსპორტისა და საწვავის ხომალდის თანხლებით.
ოთხი ხომალდი კუბისკენ გაცურდა მას მერე, რაც ატლანტის ოკეანეში ჩატარდა წვრთნა “მაღალი სიზუსტის სარაკეტო იარაღით” – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ამ განცხადების თანახმად, წყალქვეშა ნავი და ფრეგატი აღჭურვილია Zircon-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით, Kalibr-ის ტიპის საკრუიზო რაკეტებით და Onyx-ის ტიპის ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტებით.
ფორუმი