წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ.
შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.
წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების