წალენჯიხელებო, მადლობა, მეამაყებით! – კიდევ ერთი დახმარება რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა ოჯახებს

წალენჯიხის სოლიდარობისა და მშვიდობის ფონდი, რომელიც წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით დაფუძნდა, უკრაინიდან დევნილ ოჯახს დაეხმარა.
ტარიელ ფიფია, რომელიც მეორედაა უკვე რუსეთის დამპყრობელი ომების გამო დევნილი, ჰყვება რომ აფხაზეთში გაიზარდა, 1992 წელს ტყვედ აიყვანეს რუსმა ჯარისკაცებმა, 28 დღე დაჰყო ტყვეობაში, დაკარგა მამისეული სახლი. ჰყვება, რომ იმ პერიოდში ძალიან დაეხმარა და დაუდგა გვერდით
ახლა, ამჯერად უკვე უკრაინიდანაა დევნილი, ისევ რუსეთის თავდასხმის გამო, ამბობს, რომ მისი ვაჟი 7 წელი და 2 თვეა რაც უკვე რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, იბრძვის მისი შვილიშვილიც, ასევე ქალიშვილი და სიძე.
“ბატონი თეიმირაზი წარმოშობით ობუჯელი გახლავთ, ჰყავს უკრაინელი მეუღლე და რუსეთის უკრაინაში აგრესიის შემდგომ იძულებული გახდა დაეტოვებინა . ეს კიდევ ერთი ადამიანური ტრაგედიაა, რომელსაც რომელსაც ჩვენი მეზობელი იწვევს მეზობელ ქვეყანებში, სადაც უმოწყალოდ ხოცავს და აუბედურებს ოჯახებს.
ბატონ თეიმურაზს, რომელსაც ძალიან საინტერესო, ვაჟკაცური ბიოგრაფია აქვს, პირველი დღეებიდანვე ვეხმარებოდით საორგანიზაციო საკითხებში, საცხოვრებელი ფართის შერჩევაში.
წალენჯიხელებო, სწორედ თქვენი დახმარებით, თქვენი გაღებული თანხებით ფუნქციონირებს წალენჯიხის სოლიდარობისა და განვითარების ფონდი.
პირველი ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან უკრაინაში, წალენჯიხიდან გაიგზავნა – გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ იავოროვში. გასულ წელს მოსახლეობამ კიდევ ერთი მადლიანი საქმე გააკეთა და ომში დაღუპულ იავოროვის 40 ოჯახის დაობლებულ ბავშვებს გავუგზავნეთ დახმარება.
ახლა გვაქვს შესაძლებლობა ამ ოჯახსაც დავეხმაროთ ფინანსურად, რათა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.
ეს თქვენი გაწეული დახმარებაა ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, რისთვისაც კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას და მეამაყებით.”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)