“კოკისპირული წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. განადგურებულია ვენახები, ნათესები, ნარგავები და შიდა სასოფლო გზები”- ამის შესახებ წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია “თაიმერთან” საუბარში აცხადებს.
მისივე განცხადებით, დაიტბორა რამდენიმე სოფელში სახნავ-სათესი სავარგულები. დატბორილია სახლები და ქალაქში მდებარე ობიექტები, საავტომობილო გზები და ტროტუარები.
ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ელქტროენერგია. შეზღუდულია ინტერნეტის მომსახურებაც.
ბელქანიას განცხადებით, ამ წუთებში გაწმენდით სამუშაოებს მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, წალენჯიხაში წვიმა შესუსტებულია.
