ძლიერი ქარი ბათუმში – ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს

ძლიერი ქარი ბათუმში – ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. მერიის ინფორმაციით, გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, ძლიერი ქარის შედეგად ს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა.
„ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. ახალი ადმინისტრაციისგან განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზავნილები აბსოლუტურად თანხვედრაშია მათთან

გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე