ძლიერი საქართველო: გეგელიაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას

ძლიერი საქართველო აცხადებს, რომ მათ წევრ გრიგოლ გეგელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას.
“დღეს ლელო – ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.
გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე თანამშრომლები მუშაობენ.

ლელო – ძლიერი საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.
პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლიბა დაეკისრება ქართულ ოცნებას – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას!” – ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.