“ძალიან დიდი ხმა იყო, ხალხი კიოდა, საშინელი მტვერი მოდიოდა” – რა მოხდა თბილისის ცენტრში?

გუშინ, გვიან ღამით, 22:30 საათზე, თბილისში, ტაბიძისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზის ნაწილი ჩაიშალა.

დასახლებულ მონაკვეთზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ასფალტის საფარი 15-20 წუთის ინტენსივობით იშლებოდა, რასაც თან სდევდა მიწა. გზამ კომუნიკაციების ნაწილი ჩაიტანა, ინტერნეტხაზები და წყლის გაყვანილობა კი დაზიანდა. ადგილზე მუშაობს კომპანია „ჯი-ვი-პი“, თუმცა მომსახურება ამ დრომდე არ არის აღდგენილი.

მშენებელი კომპანიის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ჩვენ დავუკავშირდით საინფორმაციო დაფაზე მითითებულ პირს, ვახტანგ ბარბაქაძეს.

ამხანაგობის თავმჯდომარეს უჭირს ზურტი პასუხის გაცემა, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი წყლის მილის დაზიანებას მოჰყვა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)