ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში ბათუმის “დინამო” დღეს გასვლაზე “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება.
რაზგრადიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზია” შემოგთავაზებთ.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას ბათუმი 17 ივლისს უმასპინძლებს.