ცვლილება კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული ოპოზიციის ფინანსური წნეხის მოსაწყობად – ლევან ბეჟაშვილი პარტიების დაფინანსების ცვლილების შესახებ

პარტიების დაფინანსების წესში ცვლილება პარლამენტში ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ს განცხადებით, ამ ინიციატივას მხოლოდ ფასადური სახე აქვს და რეალურად მმართველი გუნდი მას ოპოზიციის წინააღმდეგ ფინანსური წნეხის მოსაწყობად გამოიყენებს.
“ამ ინიციატივას მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სახე აქვს, თითქოს ანტიოლიგარქიული კანონის ფარგლებში ხდება ამ ინიციატივის განხორციელება. იურიდიული პირები 99% შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდნენ, ისედაც შეზღუდული ჰქონდათ მათ ოპოზიციის დაფინანსება, ამიტომ ეს რეალური ცვლილება არ არის, არაფერზე არ მეტყველებს, პირიქით, ეს ცვლილება კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული ოპოზიციის წინააღმდეგ ფინანსური წნეხის მოსაწყობად”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ს განცხადებით, მსგავსი მეთოდებით “ქართული ოცნება” შედეგს ვერ მიაღწევს.
“მსგავსი ხელისუფლების უზურპირების პირობებში, რომელიც არანაკლები იყო 2011-1012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხალხმა და მათმა ერთობამ მოახერხა ის რომ მათ ვერ გაბედეს ს შედეგების დაწერა და ამით ძალაუფლების შენარჩუნება, ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, მსგავსი მეთოდებით შედეგს “ქართული ოცნება” ვერ მიაღწევს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა ნიკოლაიშვილი „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელზე: ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს