ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
“ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება:
· მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
· იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე დგას 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი.
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველი შეიყვანება სპეციალურ სიებში, რომელშიც შეიტანება ამომრჩევლების შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც უკვე შექმნილია საზღვარგარეთ, სპეციალურ სიაში ამომრჩევლების შეყვანა ხდება, თუ:
· სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველი დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველს აქვს რეგისტრაციის მისამართი საქართველოში:
· ასეთი ამომრჩეველი 2024 წლის 26 სექტემბრამდეც ნებისმიერ პერიოდში შეძლებდა და ახლაც შეუძლია საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საარჩევნო უბნები.
· ამომრჩეველს აქვს საზღვარგარეთ რეგისტრაცია (მისი რეგისტრაციის მისამართი არის სხვა ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთი, , ქალაქი ნიუ-იორკი და ა.შ):
· ეს ამომრჩევლებიც შედიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ, ვინაიდან, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე (26 სექტემბერი), სწორედ ამ ვადის შემდეგ ხდება მათი გადანაწილება იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც გაიხსნა საარჩევნო უბნები და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში.
· ამომრჩეველი, რომელიც დადგენილ ვადაში გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას შესაბამის საარჩევნო უბანში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან დადგება საკონსულო აღრიცხვაზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.
საბოლოო მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ს მიაწვდის 8 ოქტომბერს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (სერვისების განვითარების სააგენტო, და სხვა) კი – 9 ოქტომბერს. აღნიშნული მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიები მიიღებს საბოლოო სახეს.
ამ ეტაპზე, ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. საბოლოო სიების დამუშავების შემდეგ ინფორმაცია განთავსდება სხვა ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ