ცენტრალურ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით სამი ან ოთხი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსა ბურჯანაძე: ნიურნბერგის პროცესზე დასაჯეს ჰანს ფრიჩშე ადამიანი, რომელიც გებელსის პროპრაგანდისტული რადიოს დიქტორი იყო, ახმოვანებდა უბრალოდ გებელსის და ჰიტლერის დაწერილ მოსაზრებებს