ჩხაიძე ამაღლობელზე: დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი

კლინიკა ვივამედის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე ინტერპრესნიუსთან ისაუბრა და თქვა, რომ ამაღლობელს უკვე ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები.
ჩხაიძემ ასევე აღნიშნა, რომ კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

“დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,-თქვა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა 38 დღის შემდეგ შეწყვიტა.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.