ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა ფხენიანში ეკონომიკურ, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ საკითხებზე ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ინფორმაციის ორმხრივი გაცვლისა და თანამშრომლობის ნაბიჯები განიხილეს“, – აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.
ფხენიანში რუსეთის სამთავრობო დელეგაციას ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე კოზლოვი ხელმძღვანელობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო