ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი.
შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა;
ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.
საზეიმო ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში კვარტეტ „უნისონის“ კონცერტით გაგრძელდა. დასასრულ გამოვლინდნენ საპატიო ჩოხატაურელები:
ლევან უჯმაჯურიძე-მეღვინე, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დოქტორი.
რევაზ თედორაძე-საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე, „ფაზისის“ აკადემიის ნამდვილი წევრი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებას, სათავეში ედგა ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს.
ზაალ სიხარულიძე-ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1992-93 წლებში იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; პატრიარქის კურთხევით არის სიხარულიძეთა საგვარეულოს მედროშე, მინიჭებული აქვს რაინდის წოდება და ჯვარი. არის „საქართველოს ჩოხოსნების“ თავმჯდომარე, ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი. ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს ვეტერანთა ფედერაციას ამიერკავკასიაში.
დავით ჟღენტი- ქველმოქმედი, საგზაო სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „NEW ROAD-ის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზედიზედ ორჯერ იყო დასახელებული წლის საუკეთესო მეგზევედ.
მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები:
ლეილა კოტრიკაძე, ვარდო თოდრია, დოდო მამალაძე, ნათელა მეგრელიშვილი.
ჯანდაცვის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები:
ლევან ბაიაჯანი,
ცის,
თეიმურაზ კოროშინაძე.
სპორტის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები:
გრიშა თოდრია, გია გიორგაძე.
განათლების სფეროს დამსახურებული მოღვაწე შმაგრი ოსეფაიშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს სტატუსი ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი” შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა” გამოუვიდათ

პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში, თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა მნიშვნელოვანი თეზისი, რომ მის დროს არ ყოფილა ომი, მნიშვნელოვანია მისი მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე

დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში

სენატორი ბობ მენენდესის ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მან მეუღლესთან ერთად, ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა