ჩინეთს შეუძლია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების მოწყობა – ლავროვი

ს, ს საგარეო უწყების ლიდერის თქმით, ჩინეთს შეუძლია სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას რუსეთი და მიიღებენ. მინისტრის განცხადებას დღეს, 30 მაისს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია” ავრცელებს. ლავროვის თქმით, ამგვარი ნაბიჯი, უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში, პეკინის მცდელობათა გაგრძელება იქნებოდა.
ჩვენ ვიზიარებთ [ჩინეთის] პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს კონფლიქტის ძირეული მიზეზები და ყველა მხარის სამართლებრივი ინტერესები შემდგომი შეთანხმებებით უნდა იყოს დაცული, რომლებიც დაფუძნებული იქნება უსაფრთხოების თანაბარ და განუყოფელ პრინციპზე”, – განაცხადა ლავროვმა სააგენტო “რიასთან” ინტერვიუში და დასძინა: “ნება მომეცით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გულისხმობს ადგილზე შექმნილი რეალობის პატივისცემას, რომელიც ასახავს იქ მცხოვრები ხალხის ნებას”.
რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ იმ წინაპირობით, რომ კიევმა და დასავლეთმა აღიარონ მისი ტერიტორიული მიღწევები უკრაინაში. სთვის ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მიუღებელია და შესაბამისად, ის არც მოსკოვის სამშვიდობო წინადადებას არ თანხმდება.
ლავროვმა ინტერვიუში შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს და განაცხადა, რომ ვაშინგტონი “კიევის რეჟიმის დანაშაულთა თანამონაწილე გახდა”. კერძოდ, მან თქვა, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღით აღჭურვის შესაძლებლობის მქონე F-16 გამანადგურებლის დაგეგმილ მიწოდებას, რუსეთი ნატოს „სასიგნალო ქმედებად“ მიიჩნევს. „ისინი ცდილობენ გვითხრან, რომ შეერთებული შტატები და ნატო უკრაინაში არაფერზე შეჩერდებიან“, – განაცხადა ლავროვმა.
ამის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, მათ ოპონენტებს შეახსენებს, იმას, თუ რა “კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს შემდგომ ბირთვულ ესკალაციას”.

ასევე დაგაინტერესებთ