ჩინეთმა სმარტფონისთვის ბირთვული ელემენტი შექმნა, რომელიც დამუხტვის გარეშე ნახევარი საუკუნე იმუშავებს

ჩინურმა კომპანიამ სმარტფონისთვის წარადგინა ბატარეის ისეთი ტიპი, რომელიც შეძლებს, რომ სმარტფონი 50 წლის მანძილზე დატენის გარეშე ამუშაოს – ამის შესახებ ინფორმაციას androidcentral.com ავრცელებს. მათივე ცნობით Betavolt Technology პეკინიდან ამტკიცებს, რომ ესაა პიონერი “ატომური ენერგიის ბატარეების მინიატურიზაციაში”.
ელემენტი ზომით მონეტაზე პატარა იქნება და 50 წლის განმავლობაში მუდმივი ენერგიის გამომუშავება შეეძლება. მისი ზომა 15x15x15 მმ იქნება. სავარაუდოდ ბატარეა ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ამ ბატარეით დრონებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ჰაერში განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ. ხოლო მობილურების დამუხტვა აღარასდროს იქნება საჭირო. კომპანიაში ამტკიცებენ იმასაც, რომ ბირთვული ელემენტი სრულიად უვნებელი იქნება.
უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, კომპანია ბატარეას ალმასის ნახევარგამტარი ფენით და დაშლილი ნიკელის იზოტოპით დაამზადებს, შედეგად ბატარეა არ დაჯდება სიცივეში, არ გაცხელდება და არ აალდება. კომპანია ამტკიცებს იმასაც რომ ელემენტი იმუშავებს ყველაზე ექსტემალურ -60 გრადუსიდან +120 გრადუსამდე ტემპერატურაზე.
კომპანია ასევე „ამტკიცებს იმასაც, რომ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ბირთვული მასალა მთლიანად დაიშლება, ამიტომ ნარჩენების პრობლემა არ წარმოიქმნება.