ჩინეთმა ექსპლუატაციაში ახალი სადესანტო გემი ჩაუშვა

ჩინეთმა ექსპლუატაციაში ახალი სადესანტო გემი „სიჩუანი“ ჩაუშვა, – იუწყება CNN.

საზეიმო ცერემონია შანჰაიში გაიმართა. უახლესი წარმოების ხომალდი 260-ი მეტრის სიგრძისაა და 40 ათას ტონას იწონის. მას სამხედრო ვერტმფრენებისა და მძიმე უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე, ათასამდე ქვეითის გადაყვანა შეუძლია.

„სიჩუანის“ მშენებლობა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. ხომალდი აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით.

ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა კარლ შუსტერმა განაცხადა, რომ ხომალდის ზომა და მასშტაბი „სერიოზული განაცხადია“ ჩინეთის მხრიდან საზღვაო სადესანტო და საექსპედიციო ოპერაციების განსახორციელებლად და გასაფართოებლად მაშინ, როდესაც -ის სამხედრო საზღვაო ძალები მკვეთრად შემცირდა.
წყარო: იმედინიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა