ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters სავაჭრო კომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესყიდვის შეჩერების მიზეზი ტვირთის გადაზიდვის მაღალი საფასური გახდა. კომპანიების ინფორმაციით, რუსული ნავთობის, ESPO-ს ბარელი, რომლის ექსპორტი წყნარი ოკეანიდან ხდება, ICE Brent ნავთობთან შედარებით $3-5 დოლარით გაძვირდა.
ცნობისთვის, 10 იანვარს -მ ყველაზე მსხვილი სანქციების პაკეტი მიიღო, რომელმაც შეზღუდვები რუსული ნავთობს და გაზის ექსპორტს დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა 4-დან 2 ყველაზე მსხვილი რუსული სანავთობო კომპანია – გაზპრომ ნეფტი და სურგუტნეფტგაზი. ასევე სანქციები შეეხო 180 რუსულ ტანკერს. სანქციებმა კი გამოიწვია ის გაძვირება, რომლის გამოც ჩინეთს და ინდოეთს რუსული ნავთობის მიღებაზე უარის თქმა მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და ამას შედეგები მოჰყვება – ჰერჩინსკი