„ჩინეთთან ერთი-ერთზე, პირისპირ დარჩენა, ძალიან ცუდი და საფრთხის შემცველია“

საქართველოს მთავრობის მიერ, ანაკლიის სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის, 49%-იანი წილის ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმისთვის გადაცემიდან, ზუსტად ერთ კვირაში, ჩინეთის ხელისუფლებამ ისევ არ დაუჭირა მხარი, გაეროში „დან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციას.
რამდენად „სტრატეგიულია“ ჩინეთთან გაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობა“? რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს ანაკლიის პორტში, ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმის შემოშვება? და, რაში სჭირდება, დასავლეთთან ღრმა კონფლიქტში შესულ ბიძინა ივანიშვილს კომუნისტური ჩინეთი? ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე, საქართველოს ყოფილ ელჩს ჩინეთში, ს ესაუბრა
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტს „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (CCCC) ააშენებს, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა, ასევე სანქცირებულია -ს მიერ. CCCC მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სკანდალში ფიგურირებს, მათ შორის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მთავრობის წევრებისთვის ქრთამის გადახდაში; ამავე დროს, რამდენიმე კონტინენტზე, სწორედ ეს კომპანია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გლობალური ინიციატივის “ერთი სარტყლისა და ერთი გზის” ფარგლებში…როგორც ყოფილი ელჩი ჩინეთში, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩინეთისთვის გადაცემით, ხედავთ თუ არა საქართველოში, ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის საფრთხეს და რისკებს?
დავიწყებ იქედან, რომ ეს კომპანია „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (CCCC) ჩინეთის სახელმწიფოს ეკუთნის. კომპანიის დაახლოებით 70% არის „სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და მართვის სპეციალური სახელმწიფო კომისიის“ განკარგულებაში, რომელიც თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს – სახელმწიფო საბჭოს იგივე ცენტრალური სახალხო მთავრობის დაქვემდებარებაშია.
ასეთი ასეთი მსხვილი კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე, რომლის უკან ჩინეთის სახელმწიფო დგას, ინვესტიციის და ვაჭრობის კუთხით ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გაგვაჩნდეს გეოპოლიტიკური ბალანსი. იმიტომ, რომ ჩინეთთან ერთი ერთზე მარტო დარჩენა, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, თავისთავად ძალიან ცუდი და საფრთხის შემცველი იქნება
ასეთი მსხვილი კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე, რომლის უკან ჩინეთის სახელმწიფო დგას, ინვესტიციის და ვაჭრობის კუთხით ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გაგვაჩნდეს გეოპოლიტიკური ბალანსი. იმიტომ, რომ ჩინეთთან ერთი ერთზე მარტო დარჩენა, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, თავისთავად ძალიან ცუდი და საფრთხის შემცველი იქნება.
კარგად მოგეხსენებათ, ჩინეთის პოლიტიკა, მათ რაღაცა მორალური მუხრუჭები არ გააჩნიათ კორუფციასთან დაკავშირებით, ისინი მუდმივად ცდილობენ ჩაითრიონ კორუფციაში იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც მუშაობენ.
ვიცით, CCCC-ს აქვს 40-ზე მეტი წარმომადგენლობა აფრიკაში, ამდენივე აზიასა და ევროპაში, სადაც ისინი სწორედ „ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში, ინფრასტუქტურის მშენებლობის კუთხით, აქტიურად მუშაობენ.
ამ კომპანიის ისტორია ბანგლადეშში, ეკვატორულ გვინეაში, მალაიზიაში, ფილიპინებზე, ეკვადორში, შრი ლანკაზე აჩვენებს, რომ ნებისმიერი პრობლემური საკითხის გადაჭრა დაკავშირებულია კორუფციასთან, ათეულობით მილიონი დოლარით მთავრობის წევრების მოქრთამვასთან, რაც დიდი საფრთხის შემცველია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ შეცდომას საქართველოს მთავრობის მხრიდან მოყვება, ძალიან დიდი წნეხი ჩინეთის მხრიდან, რასაც ჩვენ ვუყურებთ ძირითადად, აფრიკის ქვეყნებში, ევროპაშიც, იგივე მონტენეგროში, ძალიან პრობლემური გახდა, ჩინეთის სახელმწიფო კრედიტები. ეს კრედიტები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია და შემდეგ დგება, დასავლური ფინანსური ორგანიზაციების ჩართვის აუცილებლობა, რომ ეს კრედიტები გადაიფაროს…
მოკლედ, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის საფრთხე არსებობს, რომლისგან თავის დაცვა შესაძლებელი და შესაბამისად, უფრო ადვილი იქნებოდა, დასავლეთის მხარდაჭერა რომ გვქონდეს. ჩვენ კიდე ამ დროისთვის, რაღაცნაირად ზურგი ვაქციეთ ევროპას, ზურგი ვაქციეთ აშშ-ს და შიში მაქვს იმის, რომ ჩინეთთან მარტო დარჩენა ძალიან დიდ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული.
თქვენ საფრთხედ, ჩინეთის სახელმწიფო კრედიტები ახსენეთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების დეტალები ამ ეტაპზე ისევ არ არის ცნობილი, თუმცა, შრი ლანკაში და პაკისტანში, ჩინეთის კრედიტებით, ჰამბანტოტას და გვადარის პორტების მშენებლობამ აჩვენა, რომ საბოლოოდ, ეს პორტები ჩინეთის მართვაში გადავიდა, როცა ამ ქვეყნებს უზარმაზარი ვალი დაედოთ…
დიახ, ეს საფრთხე ანაკლიასთან დაკავშირებითაც არსებობს. მაგალითად, გვადარის პორტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ ჩინეთმა 60 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო, უზარმაზარი ინფრასტრუქტურა აშენდა, პორტი, ელექტროსადგურები, გზები…
იგივე მოხდა შრი ლანკაში, სადაც ჩინეთის კრედიტებით აშენებული ჰამბატოტას პორტი, 99 წლით გადავიდა ჩინეთის მართვაში. შრი ლანკამ ვალი ვერ გადაიხადა, 2022 წელს კი საერთოდ დეფოლტი გამოაცხადა
მაგრამ გვადარის პორტის სიმძლავრეების გასაზრდელად და ტვირთნაკადების მოსაზიდად, ეს ინვესტიციაც არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო ინვესტირება ს მხრიდანაც და პაკისტანს ამაზე ფული აღარ ეყო. ისევ აიღეს სახელმწიფო კრედიტი ჩინეთისგან და შემდეგ ამ კრედიტის მომსახურებას შეეწირა ეს პორტი, რომელიც გადავიდა ჩინეთის მართვაში. საბოლო ჯამში, გვადარი არცთუ წარმატებული პორტი გამოვიდა.
იგივე მოხდა შრი ლანკაში, სადაც ჩინეთის კრედიტებით აშენებული ჰამბატოტას პორტი, 99 წლით გადავიდა ჩინეთის მართვაში. შრი ლანკამ ვალი ვერ გადაიხადა, 2022 წელს კი საერთოდ დეფოლტი გამოაცხადა.
იგივე მოხდა მონტენეგროში, ერთი პატარა გზა გაიყვანეს ჩინეთის სახელმწიფო კრედიტით, სწორედ „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, მონტენეგროს მთავრობას დაედო უზარმაზარი ვალი და ეხლა უწევს, ამ ვალის დასავლური კრედიტებით გადაფარვა, პლუს, ამ გზის მშენებლობის შემდეგ, გაჩნდა უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემები, სახელმწიფომ გამოძიებაც კი დაიწყო.
იგივე მდგომარეობაა არგენტინაში… კენიაში, სადაც რკინიგზა სწორედ „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიამ“ (CCCC) ააშენა და კენიას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი დაედო. ეს საფრთხე ბუნებრივია არსებობს საქართველოშიც და ამის გათვალისწინება ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.
რადგან ანაკლიის მშენებლობა ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ ჩინეთთან მშენებლობის ხარისხიც პრობლემაა. იცით როგორი რაღაცაა, ჩინელს რამდენსაც გადაუხი, ისე აგიშენებს და გაგიკეთებს. თუ იაფად მოვინდომებთ აშენებას და პროექტის გაიაფებას, ხარისხიც ძალიან დაბალი იქნება. მაგრამ, თუ შესაბამისად გადაუხდის საქართველოს მთავრობა, მაშინ მაღალი ხარისხის პორტი იქნება.
ვიცით, რომ ანაკლიაში ნაწილი ინვესტიციის ჩინეთის იქნება, მაგრამ მეორე ნაწილი ხომ არის საქართველოს ინვესტიცია? აი, სწორედ მანდ არის საშიშროება, გვეყოფა კი ფული? და, თუ არ გვეყოფა, წავა თუ არა ჩვენი ხელისუფლება კრედიტების აღებაზე, ისევ ჩინური მხარისგან? მოკლედ საფრთხეები ბევრია და იმედია, საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს. თან, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ინვესტორები, რომლებსაც მთავრობამ პროექტი ჩამოართვა, საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივიან.
„შუა დერეფნის“ განვითარება, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლია ჩინეთის ხელში გადადის, ბრიუსელიდან უკვე ისმის შეშფოთებული მესიჯები რომ ეს ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს ეწინააღდეგება… გაქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირი შავ ზღვაზე ჩინეთის გამოჩენის შემთხვევაში, შუა დერეფნის მხარდაჭერის პოლიტიკას გადახედავს?
გამიჭირდება ახლა შეფასება თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, დასავლეთში დიდი სკეპტიციზმი არსებობს, ჩინეთთან საქართველოს დაახლოების გამო, მით უმეტეს, რომ ვაშინტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტისას, თუ არ ვცდები, 2019 წელს, მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პირდაპირ გვითხრა, რომ ანაკლიის აშენება გააძლიერებდა საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან ააცილებდა საქართველოს საფრთხეს, სა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის მსხვერპლი გამხდარიყოო. ამ განცხადებიდან 5 წელში, ჩვენ ანაკლია ჩინეთს გადავეცით.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – ჩემთვის ნდობის გამოცხადება არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ალბათ, პირველია შემთხვევა, როდესაც 22 წლის ახალგაზრდას ეძლევა მსგავსი უპრეცედენტო შანსი

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შეუძლებელი უნდა შევძლოთ – ჩვენი პარტიული საარჩევნო სიების მინიმუმ 30% დაკომპლექტებული იქნება ქალებით