ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ არჩევნები, რომელიც წარიმართა ოპოზიციურ პარტიებზე ძლიერი რეპრესიებით – ანიტა ჰიპერი

ჩვენ ვნახეთ , რომელიც წარიმართა მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებზე ძლიერი რეპრესიებით, ჩვენ ასევე ვნახეთ დაბალი აქტივობა და ოპოზიციის ბოიკოტი, ვიხილეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთოდან და ოდირიდან დროულად, ამან ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია გმობს ნებისმიერი ფორმის ძალადობას.
„ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს რუსულ პროპაგანდას. ეს არის სახელმძღვანელო, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას, თავდასხმებს ჩვენს ელჩზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ყველა მხარისგან, ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა მშვიდობიანი პროტესტისკენ, მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ, როგორც ზოგადი უფლებისკენ და ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
ანიტა ჰიპერისადმი კიდევ ერთი კითხვა ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჟურნალისტის თქმით, მ განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის, თუ ევროკავშირი დაასრულებს საჭირო პროცესებს. რეპორტიორმა სთხოვა ევროკომისიის პრესსპიკერს, განემარტა, შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი „ქართული ოცნების“ არსებულ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, რომელსაც საქართველო მთავრობა ატარებს საკუთარი ხალხის, მედიის, არასამთავრობოებისა და ასევე ევროკავშირის მიმართ.
„ჩვენ ახლა კვლავაც ვიმყოფებით მასიური დემოკრატიული უკუსვლის კონტექსტში, რომელიც ვიხილეთ საქართველოში, ჩვენ შევამცირეთ მინიმუმამდე ყველა პოლიტიკური კონტაქტები. ასე რომ, ჩვენი მხარდაჭერა აქვს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს და ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომაც, ეს იყო დისკუსიების საგანი. გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ახლა ერთადერთი, რასაც ვხედავთ არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ჰიპერმა.