“ჩვენ წინაშე სამართალი არ არსებობს, კაბუს წინაშე გამოვიდა…” | ლაზარე გრიგორიადისის დედა

“ჩვენ წინაშე სამართალი არ არსებობს, კაბუს წინაშე გამოვიდა…”, – ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ს დედა, თამთა კალანდაძე “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.
“არ მინდა, რომ ვიღაცას ხაზი გავუსვა, რომ აი კაბუს ისე გაუკეთეს და ლაზარეს ასე, მაგრამ ჩვენ წინაშე სამართალი არ არსებობს და კაბუს წინაშე გამოვიდა, რომ თურმე ესეც შეიძლება იყოს. რვა თვის განმავლობაში ბრალი დამტკიცებული არ არის, პროცესი ჭიანურდება, იწელება. საერთოდ რას აკეთებენ, ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ, რომ 17-ში უნდა ყოფილიყო სასამართლო და რატომ გადადეს, მე ვერ გავიგე. ლაზარეს ვიცი, რომ ტელევიზორი აქვს საკანში და თუ მე მიყურებ დედი მიყვარხარ სიგიჟემდე, ისე მენატრები, რომ გული მისკდება და სულ ახლო მომავალში ვგეგმავ ჩვენ შეხვედრას, ერთად უნდა შევხვდეთ ახალ წელს”, – თქვა თამთა კალანდაძემ.
ს რეპორტაჟი სრულად:
· ხელისუფლების შერჩევითი სამართალი | გირაო და თავისუფლება “ოცნების” მხარდამჭერებს, პატიმრობა – მოწინააღმდეგეებს