რუსეთი ვერ დათანხმდება კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების მის გარეშე გადაწყვეტას,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ახლა შემოთავაზებულია კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის გარეშე. ეს არ იმუშავებს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რომ მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს”,- თქვა ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინულმა, ევროპულმა და ამერიკულმა მხარეებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე დაიწყეს მუშაობა.