ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას – ს ორგანიზაციის განცხადება

4-დღიანი დუმილის შემდეგ, ს ორგანიზაცია ტაივანიდან დაფინანსების საკითხზე პირველ განმარტებას აკეთებს. გაჩენილ კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ორგანიზაცია, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
“სამოქალაქო იდეა” მიზნებზე ვრცლად საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს, აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
“ჩვენ არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას”, -ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტში ასევე წერია, რომ “სამოქალაქო იდეას”, ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასდროს ჰქონია. თუმცა ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “სამოქალაქო იდეას” აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, “ტაივანის დემოკრატიის ფონდთან”. ეს ფონდი კი, როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, ტაივანის მთავრობის დაფინანსებულია.
“ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას. არასოდეს, არც “სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ. დიახ, “სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. შეცდომაა – “ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და -ს მთავრობებისგან, სადაც “სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და, შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტზე – აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, გვინდა, მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, პროექტის განხორციელება არ ფერხდება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები და მოლაპარაკებებსაც ბოლომდე მივიყვანთ