,,ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ბათუმის ფიზიკა- მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

,,ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ს ფიზიკა- მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ
პროექტის ,,ჩვენი ჯარი“ ფარგლებში ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამხედროებმა მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს.
სამხედროებმა მოსწავლეებს ჯარისკაცის პროფესია და თავდაცვის ახალი კოდექსი გააცნეს. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა და ტერიტორიულმა რეზერვმა გამოიწვია. ასევე, დიდი დაინტერესება მოჰყვა ისტორიებს ეროვნული გმირების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
Previous: ჩემთვის არც გასეირნება, არც საჭმლის და წყლის მოწოდება ხდებოდა. ორ-სამ დღეში ერთხელ მომაწვდიდნენ – ნახევარ პურს, ძეხვს და ერთ ჭიქა წყალს, ერთი-ორჯერ ზედ დააფურთხეს და ისე მომაწოდეს

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს