“ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, “სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით” – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, უკრაინის მხარდამჭერები აედევნენ შეძახილებით.
“დღეს, ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობისას, “სლავა უკრაინის” მომიტინგეების ჯგუფი აგვედევნა ყვირილით. ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა.
მე გადავწყვიტე მომიტინგეებთან დალაპარაკება იმ იმედით, რომ ჩემს პატარა ბავშვს თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა მათგანი დათანხმდა).
ეს იყო, ძირითადად, თავაზიანი საუბარი, მაგრამ თუ თქვენ 3 წლის ბავშვს აედევნებით პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, იცოდეთ, რომ ნაგავი ხართ”, – წერს ჯეი დი ვენსი.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება