“ჩემი შვილი დიდი ხანია რუსთაველზე ცხოვრობს… 2 დღის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე” – ვერიკო ტურაშვილი

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი იმ გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა, ვინც, 28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე, რუს­თა­ველ­ზე დგას. მომ­ღე­რალ­მა, 3 დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ა­უქ­მა ყვე­ლა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ახლა კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის დრო არ არის.

დღეს ქვეყ­ნის ბედი წყდე­ბა და რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე რუს­თა­ველ­ზე პრო­ტეს­ტით და მისი მტკი­ცე პო­ზი­ცი­ით, სა­ყო­ველ­თაო გან­წყო­ბას უერ­თდე­ბა. AMBEBI.GE ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

– პა­ტა­რა გოგო აღარ ვარ, რაც თავი მახ­სოვს, 9 აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი (მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი), მხო­ლოდ მცი­რე მო­ნაკ­ვე­თებ­ში მახ­სოვს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დამ­შვი­დე­ბუ­ლი… თუმ­ცა, რაც ახლა ხდე­ბა, ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა არც ჩვენ­თან და არც – სხვა­გან. ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბა, ამ­ხე­ლა პრო­ტეს­ტი – ეს გა­სა­ო­ცა­რია. მგო­ნია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ქმნე­ლე­ბი იმ­დე­ნად ბრიყ­ვე­ბი არი­ან, რომ იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან (ხალ­ხს კი სე­რი­ო­ზუ­ლად აზა­რა­ლე­ბენ), რომ პირ­ველ რიგ­ში თვი­თონ ზა­რალ­დე­ბი­ან. უკან და­სა­ხევ ნა­ბი­ჯებ­საც აღარ იტო­ვე­ბენ, რომ თუნ­დაც თა­ვის­მა ნა­ყიდ­მა ამომ­რჩე­ველ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სოს. მათი ნა­მოქ­მე­და­რი ადეკ­ვა­ტუ­რო­ბის ფარ­გლებს გაც­და – ყო­ველ­დღე მძიმ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია თუნ­დაც მათი გან­ცხა­დე­ბე­ბით, ქმე­დე­ბე­ბით. მთლი­ა­ნი სის­ტე­მა კე­დელ­თან მიმ­წყვდე­ულ სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ არ­სე­ბას ჰგავს.

შე­სა­ბა­მი­სად ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაქვს დიდი პრო­ტეს­ტი. 23 დღეა, ხალ­ხი რუს­თა­ველ­ზე დგას, მთლად 23 დღე არა, ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის გა­მოკ­ლე­ბით, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ ამ დიდ პრო­ტეს­ტის გან­წყო­ბას და რუს­თა­ველ­ზე ვარ. ჩემი შვი­ლი კი დიდი ხა­ნია იქ ცხოვ­რობს. რაც აქ­ცი­ებ­ზე ხდე­ბა და რა­საც ვუ­ყუ­რებ, ამ ფაქ­ტით გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, ეს ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა­ზე მე­ტია. რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უჭ­კვი­ა­ნე­სი, ლა­მა­ზი, მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი გვყავს. სა­ერ­თოდ, იქ მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი სჯო­ბია, ამ სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს… თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ, რო­დე­საც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვდგა­ვარ და ვი­ზი­ა­რებ ამ ყვე­ლა­ფერს.

– თუმ­ცა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს. ეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც ნათ­ლად ჩანს. მათ ემა­ტე­ბა იმა­ვე სივ­რცე­ში ტროლ-ბო­ტე­ბიც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იმ ხალ­ხს, ვინც რუს­თა­ველ­ზე დგას, არ ამარ­თლე­ბენ… ამა­ზე რას იტყვით?

– მას მერე, რაც ჩემი პო­ზი­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ვა­ფიქ­სი­რე, ამ ტროლ-ბო­ტებს – არა­რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს პირ­ვე­ლად შე­ვე­ჯა­ხე. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი ლან­ძღვა გა­ჩაღ­და… თუმ­ცა ესე­ნი ალ­ბათ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ესე­ნი აში­ნე­ბენ, რომ და­კარ­გა­ვენ სამ­სა­ხურს. შე­საძ­ლოა ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი 70 წელს მიღ­წე­უ­ლი იყოს, სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­დეს, სხვა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის პერ­სპექ­ტი­ვას ვე­ღარ ხე­დავ­დეს და არ­სე­ბულ ხელ­ფასს ასე ებღა­უ­ჭე­ბა. ან და­ში­ნე­ბუ­ლი ბა­ღის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მელ­საც და­ა­ძა­ლეს, რომ ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და­ე­წე­რა. გარ­და ამი­სა, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი ფაქ­ტი ხომ არ­სე­ბობს, ჩა­ტებ­ში მი­მო­წე­რის სქ­რი­ნის, ჩა­ნა­წე­რის სა­ხით, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ამას აი­ძუ­ლე­ბენ, აში­ნე­ბენ.

სამ­წუ­ხა­როდ მათ შო­რის ის ადა­მი­ე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ფარ­თოდ ვერ უყუ­რე­ბენ და აფა­სე­ბენ. ამი­ტო­მაც უაზ­რო თე­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ღმერ­თის სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ, ამას­თან ამ­ბო­ბენ, რომ ლგბტ არის ინ­ფექ­ცია, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ამას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ და­სავ­ლე­თი არის ყვე­ლაფ­რით უმ­სგავ­სო, სა­დაც კა­ბებ­ში მორ­ბე­ნა­ლი კა­ცე­ბი და­დი­ან, – ამ ადა­მი­ა­ნებს ამას აჯე­რე­ბენ და ასე ატყუ­ე­ბენ… ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გად იცის სად, რო­გორ, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც თე­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა… ამ­დე­ნად, ვინც 41 შე­მო­ხა­ზა, არის ან ტყუ­ი­ლე­ბით გა­ბე­რი­ლი, ან ძა­ლა­დობ­რი­ვად და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი…

– წა­მი­კი­თხავს ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც ვი­ღა­ცებს რუ­სეთ­თან ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა, რო­გორც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში იყო… არის ასე­თი ფაქ­ტე­ბიც…

– დიახ, მის­ტი­რი­ან იმ დროს, ჰგო­ნი­ათ, რომ ტა­ნია და ჟე­ნი­ას დრო და­უბ­რუნ­დე­ბა, რომ რუ­სე­თი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ინც ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენ­ტია, ასე­ვე იდე­ის მიმ­დევ­რე­ბი­საც…

– ვე­რი­კო, მომ­ღერ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი გა­ა­უქ­მეთ. გეგ­მე­ბი შეც­ვა­ლეთ, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მომ­ღე­რა­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბა…

– ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ჩემი კო­ლე­გე­ბი კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ვა­ტა­რო, მაგ­რამ მათ რი­გებ­ში ბევ­რი ისე­თია, რო­მელ­საც კო­ლე­გა­დაც არ მო­ვი­აზ­რებ, სა­ერ­თოდ არ ვიცი, სა­ი­დან მო­ვიდ­ნენ, რა უნ­დათ, ამ პრო­ფე­სი­ას­თან რა კავ­ში­რი აქვთ. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ფე­სი­უ­ლად ვა­ფა­სებ, მაქვს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ახლა მათ­ზე სა­უ­ბარს არ გა­ვავ­რცობ… რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შემ­თხვე­ვას, წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, ეს ჩემი სტი­ლი არ არის. ჩემი სტი­ლი ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა და შრო­მის შე­დე­გად იმის მო­პო­ვე­ბა, რაც მე­კუთ­ვნის. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი დრო ახა­ლი წე­ლია. სხვა დროს თუ კონ­კრე­ტუ­ლი ჰო­ნო­რა­რი გვაქვს, ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში ჰო­ნო­რა­რი საგ­რძნობ­ლად იზ­რდე­ბა. ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა ხოლ­მე. ტარ­დე­ბა რო­გორც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტე­ბი. ვი­ნა­ი­დან ახლა, ამ პრო­ტეს­ტის ნა­წი­ლი ვარ, 2 დღის წინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ვა­უქ­მო კონ­ცერ­ტე­ბი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით არა­ვის­თან, არას­დროს ვმა­ნი­პუ­ლი­რებ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ასე­თია, სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი მაქვს აღე­ბუ­ლი – ესაა ოჯა­ხის, სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ა.შ.

– და საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ჰო­ნო­რა­რებ­ზე თქვით უარი?

– ვთქვი უარი, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ახლა მხო­ლოდ ამის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ასე­თი ტი­პის სო­ლი­და­რო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მირ­ჩევ­ნია, ახალ წელს შევხდე ისე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს, სა­მა­გი­ე­როდ მარ­თა­ლი ვიყო ჩემს თავ­თან და შვი­ლებ­თან… რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახლა ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა გქონ­დეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ამო­ვი­სუნ­თქე. მარ­თლა მჯე­რა, რომ ჩემს თავ­თან მარ­თა­ლი ვარ. ასე­თი შეგ­რძნე­ბა 2 თვის წინ არ მქონ­და, სკეპ­ტი­კუ­რი აზ­რე­ბი მა­წუ­ხებ­და, მე და ჩემს შვილს კა­მა­თიც კი მოგ­ვდი­ო­და… ახლა მთე­ლი შეგ­ნე­ბით, ჩემი ინ­ტუ­ი­ცი­ი­თაც ვხვდე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოლო ეტაპ­ზეა. რო­გორც წესი, ინ­ტუ­ი­ცია იშ­ვი­ა­თად მღა­ლა­ტობს ხოლ­მე.

– რო­გორც აქ­ცი­ა­ზე მყოფ ადა­მი­ანს რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ – რა არის თქვე­ნი სათ­ქმე­ლი?

– ახალ წლამ­დე უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი, მათ შო­რის, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი. გა­უ­გო­ნა­რი მუხ­ლით აქვთ ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც ხალ­ხის ნება და­ფიქ­სირ­დე­ბა და არა­ფე­რი გა­ყალბ­დე­ბა. ნამ­დვი­ლად ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინ უნდა იყოს ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი. და მთა­ვა­რი – ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პის­კენ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი არის ევ­რო­პის­კენ! გული მტკი­ვა, რომ ეს ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს რო­გორც რა­ღაც მა­სას ისე აღიქ­ვამს, რო­მელ­თა მარ­თვა მათ­თვის არა­ფე­რია. არ ადარ­დებთ, რას ფიქ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ­თვის ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი არ არი­ან… რო­დე­საც მათ ნა­მოქ­მე­დარ გა­უ­გო­ნარ ამ­ბებს ვის­მენ, ვხვდე­ბი, რომ მარ­თლა აგო­ნი­ა­ში არი­ან…

– სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი 24-ე დღეა, ქუ­ჩა­შია… მათ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი ქმე­დე­ბი­სა, უკან არა­ვის და­უ­ხე­ვია… ამას რით ხსნით?

– ქარ­თვე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში არას­დროს გა­მო­დი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის და­სა­წე­ვად, ან ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით, რაც ევ­რო­პა­ში ხში­რი ამ­ბა­ვია. ქარ­თვე­ლებს წი­თე­ლი მა­შინ ენ­თე­ბათ, რო­დე­საც ვინ­მე მათ ეროვ­ნულ სა­კი­თხებს ეხე­ბა… ამ ტალ­ღას, რაც ახლა არის დაძ­რუ­ლი, ვერ გა­ა­ჩე­რე­ბენ. გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ჩემი აზრი, ამათ ეს ამ­ბა­ვი დიდი ხნის წინ და­ი­წყეს, მაგ­რამ ახლა უკან და­სა­ხე­ვიც აღარ აქვთ. არა­და, თა­ვის გუ­რუს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ლან­გრით მი­ერ­თმი­ათ. თუ არა­და, შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შეჰ­ქმნო­დათ. რა­ღა­ცე­ბი მათ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს და ოჯა­ხებ­საც შე­ე­ხო… სა­კი­თხი კი ისე დგას, რომ დათ­მო­ბა მო­უ­წევთ… ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, ვი­ღა­ცის ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს შე­ე­წი­რონ. არც ჩვენ დაგ­ვი­შა­ვე­ბია მათ­თვის რამე, ამი­ტომ თა­ვი­ანთ საქ­ცი­ელ­ზე პა­სუ­ხი უნდა აგონ.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის