“ჩემი სიყვარულის შესახებ…” – რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი – Marao

“ჩემი სიყვარულის შესახებ…” – რა ფოტოებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საფხულში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: “ჩემი სიყვარულის შესახებ’ – წერს ის.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
„საკმაოდ რთული იყო ამ შედეგის მიღწევა. არასწორი გადაწყვეტილებებისა და გამოუცდელობის გამო ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს. როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს სხეულს არ იცნობ და იჯერებ ყველაფერს, რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ბევრ ძალიან არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა, არა მხოლოდ – საშინლად მოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზეც, ძალიან გსტრესავს და თავს ცუდად გრძნობ.
საბაზე ორსულობისას ძალიან მოვიმატე. ამის შემდეგ გადავწყვიტე წონის დაკლება. თავიდან 16-საათიანი დიეტით დავიწყე. კვებას ვიწყებდი დილის 10 საათზე და ვახშამი მქონდა 18:00-ზე.
ზოგჯერ დილის 4 საათზე შიმშილი მაღვიძებდა. ამ დროს ვაშლს ვჭამდი და ამით ვატყუებდი კუჭს.
4 თვის შემდეგ გადავედი 18-საათიანზე, ვჭამდი 11:00-17:00 შუალედში.
· ვჭამ ყველაფერს, ხაჭაპურს, ხინკალს, ლობიანს, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით. აუცილებლად მიიღეთ ცილა.
· დალიეთ წყალი. არ არის აუცილებელი, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს, ამ შემთხვევაში მაშუპებს. ამიტომ ცივ წყალს ვიღებ.
· აუცილებელია ძილი. თუ ამას არ მოიწესრიგებთ, ვერ მიიღებთ შედეგს.
· არ აკრძალოთ არაფერი, დაითვალეთ კალორიები და ისე მიირთვით” – ამბობდა ნანუკა ჟორჟოლიანი.