“ჩემთვის წმინდა ევროპის დროშაა, “ქართული ოცნებისთვის” – 35 მილიონის მკვლელი სტალინის ხატი – ლაშა ბუღაძე

“ჩემთვის წმინდა ევროპის დროშაა, “ქართული ოცნებისთვის” – 35 მილიონის მკვლელი სტალინის ხატი.“- წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბუღაძე.
“ევროპის დროშის დაწვისა და ხალხის რბევა-დევნისთვის არავინ დაუჭერიათ, ერთი ეს შერეკილი ფაშისტ-არამზადა აყურყუტეს სუსში რამდენიმე საათით (ალბათ, საპატრიარქოს იმ წვერულის შეურაცხყოფის გამო) და ახლა გადაწყვიტეს, რომ რუსეთუმე ბნელებს “ბარტყად” გადაუგდონ ნატა ფერაძე.
ამაზე საზიზღარი და ავაზაკი ხელისუფლება ქართველებს არასდროს გვყოლია! და რომ ვერ ვჯაბნით, რაკი აქედანაც უმეტესად ან მანიპულატორი ქვაბავაზაკები გვყავს ან უბრალოდ ობსესიური კრეტინები…”- წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს