„ჩათვალეთ, ეს ინფორმაციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მაქვს… ღიად გეტყვით – მე ვიცი მინისტრები, მათი მოადგილეები, რომლებიც პირდაპირ ქრთამს იღებენ“ – სანდრო ბრეგაძე

„ჩათვალეთ, ეს ინფორმაციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მაქვს… ღიად გეტყვით – მე ვიცი მინისტრები, მათი მოადგილეები, რომლებიც პირდაპირ ქრთამს იღებენ“ –
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– რას შესცვლის ს ღიად მოსვლა „ქართული ოცნებისთვის“?
– მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“, ფაქტიურად, აღარ დარჩნენ პოლიტიკოსები, ერთეული გამონაკლისების გარდა. პარლამენტი სავსეა საშოვარზე მოსული დეპუტატებით, რომლებიც ღორებს დაემსგავსნენ, ეშურებიან, რაც შეიძლება მეტი ფული და ქონება მიისაკუთრონ სახელმწიფოს ხარჯზე. კორუფცია და ნეპოტიზმი „ქართულ ოცნებაში“ არის პიკზე. ზვიად გამსახურდიას დამამხობელ პუტჩისტებსა და სხვა და სხვა კლანურ დაჯგუფბებზე, რომელთაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ, უკვე მოგახსენეთ. ვფიქრობ, ნათელი მომავალი არ ელის „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში. მათი ხელისუფლება დღეს უკვე განიცდის ლპობის პროცესს, მისი შეჩერება კი წარმოუდგენელია.
– პარტიაში რას შესცვლის ბიძინა ივანიშვილი ეს ნაკლებად აინტერესებს ხალხს, ქვეყანაში რას შესცვლის სასიკეთოდ?
– შესაძლოა, პიარულად რომელიმე მოქმედი ან ყოფილი მინისტრი და რამდენიმეც კი დაიჭირონ, ჯოხი გადატეხონ მათზე. გიორგი კვირიკაშვილს გაუხსენონ ის 700 მილიონი ლარი, რომელიც მისი პრემიერობის დროს აორთქლდა, გიორგი გახარიას გაუხსენონ რამდენიმე კორუფციული სკანდალი. შეიძლება მოქმედი ჩინოსნებიც დააპატიმრონ საჩვენებლად, მაგრამ არა მგონია ამან საერთო სურათი შეცვალოს. ყველაზე ცუდი ის მოხდა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსებისგან დაცლილია. 2012 წელს, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მეც ვიყავი ხელისუფლებაში. კი, იყო აზრთა სხვა და სხვაობა ბევრს საკითხზე, მაგრამ იდეები გააჩნდათ. იყვნენ სუსტი და ძლიერი, ჩემთვის მიუღებელი იდეოლოგიისაც, მაგრამ მაინც პოლიტიკოსები. შემდგომში, როდესაც ჯერ ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ წავიდნენ პრემიერობიდან, კვირიკაშვილი, ბახტაძისა და გახარიას პრემიერობისას, მოხდა ამ პოლიტიკოსების განდევნა და მათი ჩანაცვლება ამ გაურკვეველი წარმოშობის, კორუმპირებული ადამიანებით. კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში არ ყოფილა ასეთი კორუფცია.
– ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ნებართვით ხდება, მისი თანხმობით, დასტურით იპარავენ ფულს ბიუჯეტიდან, სიმბოლურ ფასად ყიდულობენ მილიონიან სახელმწიფო ქონებას, დაიმხეს ქვეყანა თავზე. ბიძინა ივანიშვილს რომ სურდეს, მოთოკავდა ამათ. არა?
– მე როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი და მასშტაბური კორუფციული სქემის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოხდა. ალბათ, ამის გარკვევა, ისევ მათ გუნდში მოხდება. არა მგონია, რომელიღაც მერიის მაღალჩინოსანი უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემაში ფულს რომ იღებს, ეს ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს, ან თავად ეუბნებოდეს მას, რომ მშენებლობის ნებართვა გაეცი, აიღე 50 000 დოლარი ქრთამი და მე გაძლევ ამის უფლებასო. დარწმუნებული ვარ, რომ არც არავის ეტყვის ამას. ამ ადამიანებმა შექმნეს ეს კორუფციული სისტემა, რომელიც მთელ ქვეყანას არის მოდებული, ყველა სტრუქტურაშია შეღწეული, დაწყებული დაბალი რგოლებიდან, დასრულებული მაღალი რგოლებით, მგონი, ყველა გარეულია კორუფციაში. პირდაპირ გეტყვით – მე ვიცი მინისტრები, რომლებიც პირდაპირ ქრთამს იღებენ. მაგალითებიც შემიძლია მოგიყვანოთ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის რამდენიმე მოადგილე ქრთამს იღებს. ვიცი მშენებლობები, ვიცი მიწები, რომლებიც პორდაპირი მიყიდვის წესით, კორუფციული გზით მიყიდეს კონკრეტულ პიროვნებებს და ამაში ქრთამი აიღეს. მთავრობის წევრებზეა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ! ეს ფაქტები, მასალები ადრე თუ გვიან გამოქვეყნდება. ეს სამინისტრო კორუფციის ბუდეა, ქვეყნის ქონებას 1 და 2 ლარად ყიდიან, 5 და 6 მილიონიან ქონებას. დაწრწმუნებული ვარ, რომ ეს ამბები არ იცის ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, პასუხისმგებლობა მასზეა. შესაძლოა, თავად არ დაუნიშნია ვიღაც მექრთამე მინისტრის მოადგილეები ეკონომიკის და ინფრასრუქტურის სამინისტროებში, მაგრამ ეს ხალხი ხომ იმათ დანიშნეს, ვინც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვისაც ენდობა. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომ უბრალოდ, ისე დაბრუნდეს ღიად პოლიტტიკაში. რა თქმა უნდა, ახლა ეძლევა უნიკალური შანსი, რომ ეს ხარვეზები, ეს შეცდომები გამოასწოროს. არჩევნებამდე გამოსწორებს? მაშინ რა თქმა უნდა, გარკვეული წარმატების შანსი ექნება. არ გამოასწორებს და კვლავ ამ მასშტაბის კორუფცია და ქვეყნის ძარცვა იქნება, მაშინ ამ ხელისუფლებას არათუ წარმატების შანსი არ ექნება, აუცილებლად დაემხობა, ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება და მას მოუწევს ვიღაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ ქრთამების აღების გამო ამის გაკეთება. მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი იმდენად მიამიტი, გულუბრყვილო ან უჭკუო ადამიანი იყოს, რომ სხვების კორუფცია საკუთარ თავზე აიღოს და მართლა ვიღაცების გამო აგოს პასუხი. შესაბამისად, ველოდები, რომ იქნება გარკვეული მხილება, მაგრამ ეს მხილება რამდენად გულწრფელი, პროდუქტიული იქნება, ამას დრო გამოაჩენს.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”