ჩავარდნილი ვაქცინაცია და დამძიმებული ეპიდვითარება | საშიში ვირუსები საქართველოში

რატომ მალავს სახელმწიფო სტატისტიკას. დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, არ არსებობს ვირუსის გავრცელების ამსახველი დინამიკა და მასთან ბრძოლის სახელმწიფო გეგმა. გრიპისა და კორონავირუსის მასშტაბები კი დღითიდღე იზრდება. ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია, კლინიკები შესაძლოა მალე ადგილების დეფიციტის საფრთხის წინაშე დადგნენ.
შექმნილი რთული ვითარების მიზეზად ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ – უმთავრესი ისევ ვაქცინაციაა. სახელმწიფო კი, მათი თქმით, ვირუსების გავრცელების პერიოდს კვლავ მოუმზადებელი შეხვდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი