შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა. სხდომას ასევე დაესწრნენ კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში დამსწრეებმა იმსჯელეს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დადგენილებით შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ განხილულ თემებზე ინკლუზიური განათლებისა და მუნიციპალიტეტებში საპარკინგე საშვების ერთიანი წესის შექმნის შესახებ. მათივე ცნობით, სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა შშმ პირთათვის არსებულ საჭიროებებს, რომელთა მოსაგვარებლადაც საკონსულტაციო საბჭო და კომიტეტი განაგრძობენ მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საყრდენები

საქართველოში ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანიც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება იყო