შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
-ის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და “მეთადონი”, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ – მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა

შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს – პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ – გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება