შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, პროფკავშირებმა მიმართა სასამართლოს შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გაკოტრების დაწყების წინააღმდეგ. სასამართლომ კი კომპანიას, სხვა საკითხებთან ერთად მოსთხოვა იმის დამტკიცება, რომ გაკოტრებით ზიანი არ მიადგებოდა კრედიტორთა ანუ პროფკავშირების და დასაქმებულთა ინტერესებს.
კომპანიამ ეს დადგენილ ვადაში ვერ შეძლო და შესაბამისად დღეს სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიამ ვერ დაადასტურა, რომ გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება წარმოადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უალტერნატივო და ერთადერთ გამოსავალს.
ამასთან, მიუთითა, რომ კომპანიას ჰყავს 501 დასაქმებული, გარდა ამისა შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ფლობს არაერთი კომპანიის წილს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის მოპოვებასთან, თავის მხრივ, აღნიშნულ კომპანიებს ეყოლებათ თავიანთი დასაქმებულები და შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გაკოტრების რეჟიმის გახსნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათზეც.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია ამ მასშტაბის საწარმო რატომ არ ცდილობს რეაბილიტაციას და რატომ მიმართავს სასამართლოს გარდაუვალი გაკოტრების სურვილით.

ასევე დაგაინტერესებთ

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს