შოლცმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წყარომ განაცხადა. სააგენტო “როიტერის” თანახმად შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობასთან.
გერმანიის მთავრობის ცნობის თანახმად, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც კიევს დასჭირდება. გარდა ამისა შოლცი მალე მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ბერლინის თანახმად, მანამდე შოლცსა და პუტინს შორის ბოლო პირდაპირი საუბარი 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?