“ალ ჰილალის” შემტევის ნეიმარის ყოფილმა მეგობარმა გოგონა ბრუნა ბიანკარდიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელს დაშორდა.
როგორც გოგონამ აღნიშნა, სპეკულაციების პასუხის გასაცემად ამბობს, რომ წყვილი ერთად აღარაა, მაგრამ ეს მათი პირადი ცხოვრებაა და მეტი არაფრის თქმა არ სურს.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარსა და ბიანკარდის ორი თვის წინ შვილი შეეძინათ. ახალშობილს მევი დაარქვეს.